მოხარული ვართ წარმოგიდგინოთ და შემოგთავაზოთ FUJI-ის პრემიუმ კლასის ლიფტების, ესკალატორების მიწოდება ინსტალაცია.
მიწოდება და ინსტალაცია
მოწოდების პერიოდი
კალენდარული დღე
მწარმოებლისგან პროდუქციის მიწოდება ხორციელდებაბა 90 კალენდარული დღის განმავლობაში.
საექსპლუატაციო მომსახურება
ლიფტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭიროა სწორი ტექნიკური მომსახურება.ლიფტების ხარისხიანი მუშაობა და მისი უსაფრთხო ექსპლუატაცია დამოკიდებულია არა მარტო კომპლექტაციაზე, არამედ კვალიფიციური პერსონალის მომსახურებაზე. მძლავრი საწარმოო ბაზა და საკუთარი საწყობები, ყველა საჭირო სათადარიგო ნაწილებით, უზრუნველყოფს დროის მოკლე მონაკვეთში პრობლემის სწრაფად აღმოფხვრას.
ყველა სამუშაო ტარდება მაღალკვალიფიციური და სერთიფიცირებული პერსონალით. სამუშაოების შესრულებისას გამოიყენება მაღალი ხარისხის დანადგარები. ლიფტის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში გთავაზობთ 24 საათიან მომსახურებას.
საგარანტიო მომსახურება
საგარანტიო პერიოდი მოიცავს სამ წელს საინსტალაციო სამუშაოების დასრულებიდან. ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს ინსტალირებული პროდუქტის სისტემურ დათვალიერებასა და ტექნიკური გაუმართაობის აღმოფხვრას.
ლიფტის ტექნიკური მახასიათებლები
- ავტომატური კარების გახსნა/დახურვის კონტროლი..
- კარის ძრავის დაცვის ტაიმერი.
- გადატვირთვისგან დაცვის სისტება BUZZER.
- ელექტრო მექანიკური მუხრუჭი.
- BELL & INTER- სატელეფონო სისტემა მატრიცული ტიპის ჩვენება ისრებით.
ინდიკატორები:
- კაბინის პოზიციის მაჩვენებელი სართულების და ისრების მაჩვენებელი მიმართულებისთვის
ევაკუაციის სისტება:
საგანგებო სიტუაციის დროს (ელ.ენერგიის გათიშვისას) ლიფტი მიიღებს სიგნალს უახლოეს სართულზე გაჩერდება და გახსნის კარებს
ელექტრო ენერგია:
380 V სამ ფაზიანი
DRIVE SYSTEM
Fuji-ს ყველა სახის პროდუქტში გამოიყენება მოწინავე ტექნოლოგიის მაგნიტურ სინქრონული მექანიზმი, რომელსაც ჩვეულებრივ რედუქტორიან ამწევ მექანიზმთან მიმართებაში გააჩნია შემდეგი უპირატესობები:
- ენერგიის დაზოგვა 30-60%-ით
- არის ეკოლოგიურად სუფთა
- უხმაურო და მარტივი მომსახურებაში
- გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით და სვლის სრული კომფორტით
CONTROL SYSTEM
e-com მართვის სისტემა არის Fuji-ს ეპოქალური პროდუქტი. ინოვაციური დიზაინის მეშვეობით ის წარმოადგენს მოწინავე ტექნოლოგიას. არის სრულად მწვანე (Green) პროდუქტი და 100-ზე მეტი დაცვითი გადაწყვეტილებით იძლევა მაქსიმალური უსაფრთხოების გარანტიას.
ყველაფერი ერთში (All-in-one) – მოტორის მუშაობისა და ლოგიკური კონტროლის მაღალინტეგრირებული კონსტრუქციაა ერთიანი ინვერტერითა და კონტროლის დაფით.
e-com გთვაზობთ მრავალი ტიპის კონტროლერს, რათა მოერგოს სხვადასხვა კონსტრუქციებს: ლიფტს სამანქანო ოთახით, სამანქანო ოთახის გარეშე,მაღალი სიჩქარის ლიფტს.
E-energy- ენერგიის რეგენერაციის ხელსაწყოს მეშვეობით ხდება დამუხრუჭებისას გამოყოფილი ენერგიის ხელახალი გამოყენება ენერგიის ძირითად წყაროსთან ერთად. ჩვეულებრივ დამუხრუჭების მეთოდთან შედარებით e-com ზოგავს ენერგიის მოხმარებას 20-40%-ით.